ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა და მედლამდე მცირედი დააკლდა. ტურნირის დასრულების შემდეგ ზაზამ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა და ბოდიში მოიხადა:
„მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის და ბოდიში რო გაწყენინეთ“, - დაწერა ნადირაძემ.
შეგახსენებთ, პორტუგალიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატზე კანოეში 200 მეტრიან დისტანციაზე ზაზა ნადირაძეს კანოე ფინიშის ხაზზე ამოუტრიალდა. ასე რომ არ მომხდარიყო, ქართველი ბრინჯაოს მედალს მოიპოვებდა.