ფეხბურთი

15:30 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტროტმანი შესაძლოა "მარსელში" გადავიდეს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "რომას" ნახევარმცველი კევინ სტროტმანი შესაძლოა "მარსელში" აღმოჩნდეს. აღნიშნული ინფორმაცია France Football-მა გაავრცელა. ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნახევარდაცვის გაძლიერება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურს.

კევინს რუდი გარსია "რომაში" მუშაობის პერიოდიდან იცნობს. როგორც ფრანგული გამოცემა იუწყება, "მარსელი" "ფულჰემში" გადასული ანგისუს შემცვლელს ეძებს და სტროტმანი ერთ-ერთი კანდიდატია. ჰოლანდიელი "რომაში" 2013 წლიდან ასპარეზობს და 131 შევხედრაში 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.115459