ფეხბურთი

0:23 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"განსაკუთრებულის" განსაკუთრებული პრესკონფერენცია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი ჟოზე მოურინიო ფორმაშია. პორტუგალიელმა სპეციალისტმა პრემიერლიგის მესამე ტურის კალენდარული მატჩის წინ, რომელსაც „წითელი ეშმაკები“ „ტოტენჰემთან“ ჩაატარებენ, პრესკონფერენცია გამართა.

უცნაური ისაა, რომ „განსაკუთრებულს“ განსაკუთრებული პრსკონფერენცია გამოუვიდა - მხოლოდ 4 წუთს გასტანა... ჟოზე ჟურნალისტთა კითხვებს ლაკონურად პასუხობდა.

საინტერესოა, ეს არაა მოურინიოს „რეკორდი“. 2017 წელს მისი ერთ-ერთი პრესკონფერენცია ოდენ 11 წამს გაგრძელდა.

0.547717