ყაზახეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე დავით ლორია „ყაირატის“ ფეხბურთელი გახდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ კლუბის პრეესამსახური ავრცელებს.
ლორია გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. აღსანიშნავია ისიც რომ ლორიას გუნდში თამაშობს რუსეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანდრეი არშავინი.
წარმოშობით კართველ კარის დარაჯს აქამდე არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის თურქულ „რიზესპორში“, „კარშიაკსა“ და „ოდარბაისში“.