ფეხბურთი

17:40 | 24.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" შეძენა არაბ ინვესტორს სურს

ინგლისური „ლივერპულის“ შეძენა არაბ ინვესტორ ხალიდ ბინ სულთან ბენ ზაიდ ალ ნაჰაიანზეს სურს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბი ინვესტორი უკვე 9 თვეა „წითლების“ მფლობელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და კლუბის აქციების სანაცვლოდ 2 მილიარდ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს, თუმცა მათთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნაჰაიანზე „მანჩესტერ სიტის“ მეპატრონის შეიხ მანსურის ბიძაშვილია.

0.14166