მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა კეიტა ბალტემ „სასუოლოსთან“ (0:1) წაგებული მატჩის შემდგომ პირველი კომენტარი გააკეთა. 23 წლის სენეგალელმა აღნიშნა, რომ „ნერაძურის“ სერია A-ს მოგება შეუძლია.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ვითამაშოთ. წინა ტურში მარცხით არაფერი შეცვლილა. სკუდეტო? ახლა უბრალოდ ყველა თამაშის მოგება გვმართებს. ყველაფერს სეზონის ბოლოს გავიგებთ. მზად ვარ ვითამაშო როგორც შეტევაში, ასევე ნახევარდაცვაში“, - განაცხადა კეიტამ.
შეგახსენებთ, რომ კეიტა ბალდე იტალიურ კლუბში „მონაკოდან“ იჯარის წესით გადავიდა. მომდევნო შეხვედრას „ინტერი“ 26 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.