ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას მიხეილ მესხის სტადიონზე "ლუდოგორეცთან" მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ანგარიშით 0:1 მარცხდება. ერთადერთი გოლი ბოლო წუთზე ვანდერსონმა ახლო მანძილიდან გაიტანა.
45 წუთის განმავლობაში შედარებით მეტი სახიფათო მომენტი "ლუდოგორეცმა" შექმნა. "ტორპედოც" აქტიურობდა და რამდენჯერმე მწვავე შეტევა განახორციელა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.