„მილანის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა არიგო საკიმ სერია A-ს სავარაუდო ფავორიტებზე ისაუბრა. 72 წლის იტალიალმა „მილანის“ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შანსები შეაფასა და დასძინა, რომ "როსონერის" სკუდეტოს მოგება შეუძლია.
“მილანს შეუძლია სკუდტო მოიგოს. „იუვენტუსი“ არ არის ფავორიტი ამ ბრძოლაში, ის სუპერფავორიტია. ამავდროულად დარწმუნებული ვარ ჯენარო გატუზოში. ის საქმის პროფესიონალია და მჯერა, რომ დიდ წარმატებას მიაღწევს. მას ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მატჩი იქნება „ნაპოლისთან. „როსონერიმ“ უნდა ითამაშოს ძველი „მილანის“ ფსიქოლოგიით. თუ ისინი ამას გააკეთებენ, გუნდის თვითშეფასება გაიზრდება. გასულ წელს შედარებით ახალგაზრდული გუნდი იყო, თუმცა წელს უფრო ძლიერები გახდნენ.
მე ვაფასებ კარლო ანჩელოტის არჩევანს, ეს დიდი გამოწვევაა. „ნაპოლიზე“ ვერაფერს გეტყვით წინა წლების შედეგებიდან გამომდინარე, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - აურელიო დი ლაურენტისი კლუბში მხოლოდ საუკეთესოებს იწვევს. კარლო ადამიანი ბრენდია. მას ნებისმიერ სიტუაციასთან გამკლავება შეუძლია“, - განაცხადა ლეგენდარულმა საკიმ.
აქვე გეტყვით, რომ საკი 1987-1991, 1996-1997 წლებში „როსონერის მთავარი მწვრთნელი გახლდათ და მასთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო. „შავ-წითლების“ გულშემატკივრები დღემდე თვლიან, რომ კლუბის ისტორიაში სწორედ საკი იყო საუკეთესო მწვრთნელი.