ფეხბურთი

15:08 | 23.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ გადაწყვეტილებას ელოდება, "რეალს" სიტუაციით სარგებლობა უნდა

მადრიდის „რეალი“ კვლავ იმედოვნებს, რომ „პარი სენ ჟერმენიდან“ კილიან მბაპეს ან ნეიმარის დამატებას შეძლებს. უეფასგან საბოლოო გადაწყვეტილებას ფინანსური დარღვევების შესახებ პარიზული კლუბი პარასკევს ელოდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობლი, შეძლებს თუ არა „სამეფო გუნდი“ სიტუაციიდან სარგებლობას.

Onda Cero-ს ინფორმაციით, მადრიდული კლუბი იმედოვნებს, რომ „პარი სენ ჟერმენს“ ფინანსური ბალანსი დარღვეული ექნება და მისგან ბრაზილიელი მოთამაშის, ნეიმარის დამატებას ეცდებიან. არის მეორე ვარიანტიც, თუ კილიან მბაპე იძულებული გახდება დაბრუნდეს „მონაკოში“, ამ შემთხვევაშიც „რეალი“ ეცდება 19 წლის ფეხბურთელი გამოისყიდოს.

აქვე გეტყვით, რომ „რეალის“ ინტერესთა არეალში ლონდონის „ჩელსის“ მცველი მარკოს ალონსოც მოექცა.

0.133305