ფეხბურთი

11:23 | 23.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილს "გიოტებორგი" ახალ კონტრაქტს უმზადებს

შვედური “გიოტებორგი” გიორგი ხარაიშვილს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. Expressen.se-ს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა ქართველი ფეხბურთელის გარჯით კმაყოფილნი არიან და უახლოეს ხანებში კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ.

საქმე ისაა, რომ გიორგის “გიოტებორგთან” 1+3.5 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და შესაბამისად, ის თუ არ განახლდა, თავისუფალი აგენტი გახდება.

“ჩვენ გვაქვს არჩევანი და საბოლოო გადაწყვეტილებას ნოემბერში მივიღებთ”, - თქვა “გიოტებორგის” სპორტულმა დირექტორმა მატს გრენმა.

თუმცა, ზემოხსენებული წყაროს ცნობით, შვედები არჩევნის უფლების გამოყენებას უკვე აპირებენ და შედეგად ხელშეკრულების განახლებასაც. შეგახსენებთ, რომ გიორგი ხარაიშვილი “გიოტებორგს” “საბურთალოდან” შეუერთდა და ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდება.

მიმდინარე სეზონში ჩვენებურის ანგარიშზე 15 მატჩში 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასია. გასულ ტურში კი, პირდაპირ კუთხურიდან მოახერხა გატანა.

0.117242