თამაშგარე

10:32 | 23.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემის თბილისური “ერთკაციანი“ ტრფიალება

საქართველოში არამხოლოდ ფეხბურთის, არამედ ბულვარული ამბების მოყვარულმა ფაქტობრივად ყველა ადამიანმა კარგად უწყის ისტორია, როდესაც ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ თბილისში იმყოფებოდა, სასტუმრო “მეტეხის“ (მაშინ “შერატონი არ ერქვა) ნომერში ჩართულ ტელევიზორში მოციმციმე მუსიკალურ კლიპში როგორ იხილა ვიქტორია ადამსი, როგორ ჩაუვარდა ეს ასული გულში და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დევიდის და ვიქტორიას მსოფლიო მნიშვნელობის ტრფიალება, ცოლ-ქმრობა, ბავშვთა კეთება და ამბები.

აქედან გამომდინარე, დღეს თბილისში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ ის ნომერი, სადაც ბექჰემმა ვიქტორია ტელევიზორში იხილა, “სიყვარულის ნომერად“ უნდა გამოცხადდეს და მსოფლიოში ცნობილ წყვილებს უნდა მოვუწოდოთ ამ ნომერში თუნდაც ერთი ღამის გატარებისკენო. ამ გზით ჩვენს ტურიზმსაც წავდგებით და ცნობილ ხალხსაც ჩამოვიტყუებთო.

იდეა კი კარგია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მაშინ დევიდ ბექჰემი ნომერში მარტო იმყოფებოდა და ჟანრის კლასიკის მიხედვით, ცნობილი ადამიანებიც წყვილებად კი არა - კენტად უნდა ჩამოვიდნენ. და ასე სიყვარულის კი არა, სულ სხვა რამის ნომერს მივიღებთ. ნომერშიერთი ადამიანი სიყვარულს ნიშნავს?...

0.154936