ჭადრაკი

23:18 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი-2018“

ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი“, რომელშიც 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეები ასპარეზობნენ. სულ 7 ტური ჩატარდა.

8 წლამდე ბიჭებს შორის ყველას აჯობა გაგა გვასალიამ რომელმაც ყველა პარტია მოიგო, მას 2 ქულით ჩამორჩა დემეტრე გოგიაშვილი, 4,5 ქულით მესამე ადგილი არსენ საზონოვმა დაიკავა. ამდენივე ქულა ალეკო კედელიძემაც მოაგროვა, თუმცა კოეფიციენტით მეოთხე ადგილი ერგო. ამავე ასაკის გოგონებში 5,5-5,5 ქულით პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს ანასტასია ზარქუამ და მარიამ კალანდარიძემ. უკეთესი კოეფიციენტი ზარქუას აღმოაჩნდა და შესაბამისად პირველი ადგილი მას მიენიჭა. მესამე ადგილი 3,5 ქულით მარიამ აგულაშვილმა დაიკავა.

10 წლამდელ ბიჭებში 5,5-5,5 ქულა მოაგროვეს ლუკა წურწუმიამ და გიორგი გოგიაშვილმა. უკეთესი კოეფიციენტის წყალობით ტურნირის გამარჯვებული წურწუმია გახდა. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩა მესამეადგილოსანი ლუკა მახარაძე. ამავე ასაკის გოგონებში ანასტასია გორგილაძემ ყველაზე მეტი - 5 ქულა მოაგროვა. მას ქულით ჩამორჩა ნატალი აბულაძე. 3 ქულით მესამე ადგილზე ცირა პარტენაძე გავიდა.

12 წლამდე ბიჭებს შორის ერეკლე ჯიშკარიანმა 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მას ნახევარი ქულით სომხეთის წარმომადგენელი ერვანდ ოჰანიანი ჩამორჩა. მესამე ადგილზე 5 ქულით გიორგი გაბუნია გავიდა. 12 წლამდე გოგონათა ტურნირში მარიამ ცეცხლაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა - 4,5 ქულა. 4 ქულით მეორეზე გავიდა ლიზი კონიაძე, ხოლო მესამე ადგილოსანმა ანა ქოჩიაშვილმა 3 ქულა მოაგროვა.

14 წლამდე ბიჭებში ჩემპიონი 5,5 ქულით ზურაბ გონგლიაშვილი გახდა, მას ნახევარ-ნახევარი ქულით გოგა ლორთქიფანიძე და ნიკა დარსალია ჩამორჩნენ. უკეთესი კოეფიციენტი ლორთქიფანიძეს აღმოაჩნდა და მას მიეკუთვნა მეორე ადგილი.

გოგონებში ყველას აჯობა ნინო ჟღენტმა, რომლის მონაგარი 5,5 ქულა იყო. მეორე ადგილზე დეა ბედოშვილი გავიდა - 5 ქულა, ხოლო მესამეზე დიანა ქუთელია - 4.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

0.116405