ქართველი ჩოგბურთელი ეკა გორგოძე ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადისკენ მიიწევს. 26 წლის ჩვენებურმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ამერიკელი ქეით მაკნელი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა – 2:1.
WTA-ის რეიტინგის 167-ე ჩოგანმა პირველი სეტი პირწმინდად ჩააგდო და 25 წუთში ისე წააგო, რომ გეიმიც ვერ მოიგო (0:6). სამაგიეროდ, გორგოძემ შემდგომ მოახერხა ძლების მობილიზება და მეორე სეტი 7:5 მოიგო, ხოლო გადამწვეტ სეტში პრობლემები აღარ შეჰქმნია – 6:2. შეხვედრა 2 საათისა და 4 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალში კანადელ ეჟერ ბუშარს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად რეიტინგში ქართველზე მაღლაა (123-ე ადგილი). აღნიშნული მატჩი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.