ფეხბურთი

17:05 | 21.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: "ამჟამად გუნდში ძალიან ცუდი სიტუაციაა"

პოლტავას “ვორსკლას”, რომლის რიგებში ორი ქართველი, სანდრო კობახიძე და ანდრო გიორგაძე თამაშობენ, სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. კლუბში ხელფასის დავალიანებაა, თუმცა ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ჰპირდება, რომ მალე ვალს გაისტუმრებენ.

ამასთან დაკავშირებით, უკრაინულ მედიასთან კომენტარი სანდრო კობახიძემ გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

“ახლა გუნდში ძალიან ცუდი სიტუაციაა და ეს დიდი ხანია გრძელდება. ძალიან ცუდი სტარტი გვქონდა, ჩვენ ევროპა ლიგაზე ვართ და გუნდისგან მხარდაჭერა გვსურს. ნამდვილად გვაქვს რწმენა, რომ სიტუაცია შეიცვლება და ყველაფერი გამოსწორდება”, - განაცხადა კობახიძემ.

“ვორსკლას” უკრაინის ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზე იმყოფება. სექტემბრიდან კი გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

0.115625