“ბარსელონა” “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს დამატებას გეგმავს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 25 წლის ფრანგის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.
პსჟ-ს მიმდინარე ხელშეკრულება რაბიოსთან მომავალ ზაფხულს ეწურება და არცერთი მხარე მის გაგრძელებას არ გეგმავს.
“ბარსელონაში” რაბიოს რაფინია ალკანტარას შემცვლელად მოაიაზრებენ, რომელსაც "ბეტისში" გადასვლა უნდა.