უცხოურ მედიაში გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, თითქოს “მანჩესტერ იუნაიტედში” ჟოზე მოურინიოს ნაცვლად ზინედინ ზიდანს ეპატიჟებიან BBC-იმ უარყო.
“წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა მიიჩნებს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობას დამსახურებულად იკავებს და მისი ფრანგით ჩანაცვლება არ იგეგმება.
მოურინიომ ინგლისური კლუბი 2016 წლის მაისში ჩაიბარა და პირველივე სეზონში 3 თასის დამკვიდრება მოახერხა, თუმცა განსხვავებით პირველისგან, მეორე წელი მისთვის წარმატებული არ გამოდგა და მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა პრემიერ ლიგაში.