ბრაზილელი ნეიმარი საბჭოთა კავშირში რომ დაბადებულიყო, მას მილიცია აუცილებლად დაკითხავდა “პირადი ცხოვრების მოუგვარებლობის“ გამო და აუცილებლად მოსთხოვდნენ პასუხს იმისათვის, რომ თავადაც კი ვერ გაერკვა ვინ უყვარს, ვის დაშორდა და რომელ ქალთან აპირებს ახალ ურთიერთობებს.
ნეიმარის მრავალ გულისსწორთა შორის, ერთადერთი იტალიური წარმოშობის მოდელი ბრუნა მარკეზინია, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ვერაფერი გაუგო ამ ბიჭს, რადგან მას ნეიმარი ერთ დღეს თავის საცოლედ და ლამის ცოლად აცხადებდა, მეორე დღეს კი იძახდა, ცოლი არა მყავს და არც ვაპირებ დაქორწინებასო.
ნეიმარის ასეთ ქცევას კახეთში უნახავობასა და ხურუშიანობას ეძახიან, მაგრამ ვის ვის და ნეიმარს ქალთა მიმართ “უნახავობას“ ნამდვილად ვერ დავწამებთ. როგორც ჩანს, მისი ბრაზილიური ტემპერამენტი თავის საქმეს აკეთებს და ნეიმარს ისღა დარჩენია, საკუთარი სხეულის ნაწილების ჭკუაზე იაროს.