ფეხბურთი

10:34 | 21.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ნიკე საქართველოს ჩემპიონია!

20 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები გაიმართა. თბილისის „ნიკემ“ საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა მეტოქე. 26-ე წუთზე ანგარიში „ნიკეს“ ფეხბურთელმა ანა პოღოსიანმა გახსნა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა 78-ე წუთზე მარიამ ბასილაძის გოლით შეძლეს. მასპინძელთა მხრიდან კი გამარჯვების ბურთი 84-ე წუთზე თეონა თოდაძემ გაიტანა. მოპოვებული სამი ქულით „ნიკემ“ 47 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.

ნიკე - ნორჩი დინამო 2:1

თბილისი

ნიკე: გაბელაია, ეჯიბია, თოდაძე, ნ. დანელია, კოჭლამაზაშვილი, ბოლქვაძე (46’ ნარსია), ბებია (90’ გოჩელაშვილი), ხანდაზიანი (70’ აკობიძე), მწყერაშვილი (60’ დიმოპულო), პოღოსიანი

სათადარიგო შემადგენლობა: ჭაბაშვილი, ხარაიძე, სხირტლაძე

მთავარი მწვრთნელი: ნინო პასიკაშვილი

ნორჩი დინამო: კომლაძე, ქადაგიშვილი, გოგიჩაიშვილი, გურიელიძე, ბაბაიანი, ანთაძე, ბასილაძე, ხარაიშვილი, ჭუჭულაშვილი, ოკჰარა (85’ ფეროიანი), ლომთაძე

სათადარიგო შემადგენლობა: მომოტოვა, ელოშვილი, ახობაძე, მოდრეკილაძე, მოზაიძე, ქარდავა

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

მსაჯები: დავით ფიფია, კახა კახაბერი, გურამ ანიაშვილი

გოლები: 1:0 პოღოსიანი (26), 1:1 ბასილაძე (78), 2:1 თოდაძე (84)

17-ე ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: მართვე - თბილისის თბილისი 3:3, ივერია - ლანჩხუთი 0:5, სამეგრელო 2017 - კოლხეთი ხობი 1:1, გორი იუნაიტედი - დინამო ბთ 0:9.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2018 წლის სეზონის დასკვნითი, მე-18 ტური 25 აგვისტოს გაიმართება.

GFF.GE

0.117843