ყაზახეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ქართველების “ტობოლი” სტუმრად “ატირაუსთან” დამარცხდა – 1:2.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ტრადიციულად 90 წუთის განმავლობაში იყო მინდორზე, ხოლო ნიკა კვეკვესკირი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.
“ტობოლის” ერთადერთი გოლი დიდწილად სწორედ ნიკას დამსახურებაა. 75-ე წუთზე ბისტროვი მისი დიდებული გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა. “ტობოლი” 38 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
P.S ნიკა კვეკვესკირის საგოლე პასი იხილეთ 3:20 წუთიდან.