ჭიდაობა

11:08 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ წურწუმია და იაკობ ქაჯაია გერმანიის გრან-პრის გამარჯვებულები არიან

დორტმუნდში ბერძნულ-ჭიდაობაში საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება დასრულდა სადაც საქართველოს ნაკრებმა 2-2 ოქრო-ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ნუგზარ წურწუმია გახდა (55 კგ) ვინც ფინალში გერმანელი ფაბიან შმიტი 10-3 დაამარცხა , ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამაც, წყალტუბოელმა ფალავანმა ფინალში ლიტველ მანტას კნისტაუდასს 2-1 მოუგო.

ბრინჯაოს მედლები ლევან ქავჟარაძემ (67 კგ) და გიორგი მელიამ (97 კგ) მოიპოვეს, ქავჟარაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში ნორვეგიელი მორტენ ტორესენი აშკარა უპირატესობით 9-0 ხოლო მელიამ ბელარუს დავიდ ჰამზატობს 8-7 მოუგო.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

0.135149