ფეხბურთი

2:24 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პენალტი ბოლო წუთზე და დაკარგული 1 მილიონი (+VIDEO)

ეს ამბავი, რასაც ახლა გიამბობთ რეალურია და ინგლისში მოხდა. ერთ-ერთი ინგლისელი ძალიან ახლოს იყო გამდიდრებასთან და 1 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოგებასთან, მაგრამ ამაში ხელი “ნოტინგემ ფორესტის” ალჟირელმა ფეხბურთელმა ჰილალ სუდანიმ შეუშალა.

საქმე ისაა, რომ ტოტალიზატორის ინგლისელ მოთამაშეს ყველა შედეგი გამოცნობილი ჰქონდა, ოდენ ერთი, “უიგან ატლეტიკისა” და “ნოტინგემის” მატჩი რჩებოდა, რომელშიც მისი გათვლებით მასპინძლებს 2:1 უნდა მოეგოთ.

ასეც იყო, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთზე სტუმრებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს. ლუის გრაბანი მივიდა ბურთთან და მას მეკარემ აჯობა, თუმცა ბედად იქვე სუდანი გაჩნდა და აფრიკელმა დამატებაზე მაინც გაათანაბრა.

ასე წაართვა აფრიკელმა ფეხბურთელმა 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი ინგლისელ გულშემატკივარს...

0.115057