ფეხბურთი

0:00 | 19.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ მარკიზიო გამორიცხა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბი კლაუდიო მარკიზიოს დამატებას არ აპირებს. იტალიელმა ფეხბურთელმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ახლა თავისუფალი აგენტია. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი "ქალაქელები" კლაუდიოს ტრავმირებული კევინ დე ბრუინის შემცვლელად მოიაზრებენ.

"კლაუდიოს გასაოცარი კარიერა ჰქონდა იტალიის ნაკრებსა და "იუვენტუსში". ჩვენ არ ვაპირებთ მარკიზიოს დამატებას, რადგან ახლა გუნდი უკვე დაკომპლექტებულია." - ციტირებს ესპანელის სიტყვებს The Sun-ი.

მარკიზიომ "იუვენტუსის" რიგებში 389 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 37 გოლი და 42 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.139013