ტიერი ანრი შესაძლოა “ბორდოს” მთავარი მწვრთნელი გახდეს. L’Equipe-ს ინფორმაციით, ჟირონდელები ლეგენდარულ ფეხბურთელს ურუგვაელი გუსტავო პოიეტის შემხვლელად მოიაზრებენ, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს და დიდი ალბათობით, გაათავისუფლებენ.
ანრი ამჟამად უმუშევარია. ბოლოს “ტიტი” ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის თანაშემწედ მუშაობდა, თუმცა მუნდიალის დასრულებისთანავე “წითელი ეშმაკები” დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობის დამოუკიდებლად დაწყებას ლამობს.
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა დარწმუნებულია, რომ პოიეტის გადაყენების შემთხვევაში, ანრი პირველი კანდიდატი იქნება “ბორდოს” თავკაცის პოსტზე.
აქვე გეტყვით, რომ ჟირონდელები ევროპა ლიგის პლეი-ოფში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას “გენტს” დაუპირისპირდებიან.