ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კევინ დე ბრუინის მძიმე ტრავმის შესახებ საუბრობს. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ბელგიელი მისი გუნდისთვის დიდი დანაკლისია და მისი შეცვლა ძალიან რთულია.
“დე ბრუინის შეცვლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ მას ახლა დრო აქვს, რომ დაისვენოს. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ვერ მოახერხა. როდესაც ის დასვენებული დაგვიბრუნდება, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით. ბუნებრივია, როცა ფეხბურთელებს დასვენების შესაძლებლობა არ აქვთ, ტრავმის რისკი მეტია. ასე მოხდა კევინის შემთხვევაშიც.
ექიმმა თქვა, რომ აღდგენით პროცესს მინიმუმ 2.5 თვე დასჭირდება. დე ბრუინი “სიტისთვის” დიდი დანაკლისია. ჩვენ ასეთი პრობლემა შარშან მენდის შემთხვევაშიც გვოქნდა, მაგრამ ტრავმები ფეხბურთის თანმდევია”, - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინმა ვარჯიშზე მუხლის ტრავმა მიიღო და ფეხბურთს სამი თვით ჩამოშორდა.