ფეხბურთი

14:01 | 18.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" უყვართ, "ბაიერნი" - სძულთ

დორტმუნდის “ბორუსია” გერმანელ ქომაგებს შორის ყველაზე დიდი სიმპათიით სარგებლობს. გამოკითხულ გულშემატკივართა 52%-ს “დორტმუნდი” მოსწონს, 31% ნეიტრალურადაა განწყობილი, ხოლო 17% “ყვითლები” არ მოსწონთ.

მეორე ადგილზე გავიდა “ბაიერნი”, რომელსაც ხმა მხოლოდ 41%-მა მისცა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა ასევე 41% “რეკორდმაისტერი” სძულთ და მხოლოდ 18%-ია ნეიტრლაურად განწყობილი.

გერმანიაში “ბაიერნის” შემდეგ “ლაიფციგი” (28%), “ჰამბურგი” (27%), “შალკე” (25%), “ვოლფსბურგი” (25%) არ უყვართ.

0.114559