“პარი სენ ჟერმენმა” შესაძლოა ნეიმარი გაყიდოს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ესპანური გამოცემა Sport-ი ავრცელებს.
უეფას სააპელაციო კომისიამ პარიზული კლუბი ფეირ პლეი (სამართლიანი თამაშის პრინციპი) დარღვევაში დაადანაშაულა და გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოს ელოდება, თუმცა თავად პსჟ-ს ხელმძღვანელები დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი მართლები გამოდგებიან.
უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, კლუბის მენეჯმენტი მზად არის ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს შეელიოს, რომლის მიმართ ინტერესს მადრიდის “რეალი” იჩენს.
“სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზად არის ბრაზილიელ მოთამაშეში 300 მილიონი ევრო გადაიხადოს.