"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი მცველი მარლონ სანტოსი კარიერას "სასუოლოში" გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერი ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. მარლონი იტალიურ გუნდში მომდევნო ორი წლის განმავლობაში ითამაშებს.
21 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის ტრანსფერი "სასუოლოს" 6 მილიონი ევრო დაუჯდა. ამავდროულად, "ბლაუგრანამ" გამოსყიდვის უფლება დაიტოვა და 50%-ით ნაკლებს გადაიხდის. ასევე, თუ სანტოსი იტალიურ გუნდში 50 მატჩს ჩაატარებს, "სასუოლოს" "ბარსელონასთვის" დამატებით 6 მილიონის გადახდა მოუწევს.
მარლონი ესპანელებმა 2016 წელს "ფლუმინენსედან" დაიმატეს და ბოლო ორი სეზონი ფეხბურთელმა იჯარის წესით ჯერ მშობლიურ გუნდში გაატარა, შემდეგ კი - "ნიცაში". მცველის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.