ფეხბურთი

18:42 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრამარიჩმა "ჰოფენჰაიმთან" გაახანგრძლივა

ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა ანდრეი კრამარიჩმა გერმანულ “ჰოფენჰაიმთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც “სოფლელების” ვებგვერდი იტყობინება, ბალკანელ ფორვარდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

27 წლის კრამარიჩი “ჰოფენჰაიმში” 2015 წლიდან თამაშობს, ხოლო იქამდე ზაგრების “დინამოს”, “ლოკომოტივის”, “რიეკასა” და “ლესტერ სიტის” ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში ხორვატმა ფეხბურთელმა 34 შეხვედრაში 13 გოლის გატანა მოახერხა.

0.113744