ფეხბურთი

17:20 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

აჯანყება "ბორდოში"

ფრანგულ “ბორდოში” არეულობაა. როგორც ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe იტყობინება, ჟირონდელებმა მთავარი მწვრთნელი გუსტავო პოიეტი პოსტიდან გაათავისუფლეს.

აღნიშნულის მიზეზი კი ურუგვაელი სპეციალისტის კრიტიკა გამოდგა კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ. პოიეტმა ევროპა ლიგაზე “მარიუპოლთან” (2:1) გამარჯვების შემდეგ “ბორდოს” შეფები გააკრიტიკა და თქვა, რომ გაეტან ლაბორდე “მონპელიეში” მასთან შეუათნხმებლად გაყიდეს.

პასუხმაც არ დააყოვნა და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გაათავისუფლეს. ამ ნაბიჯს “ბორდოს” ფეხბურთელთა პროტესტი მოჰყვა, რომლებმაც დილის ვარჯიშზე უარი განაცხადეს და მწვრთნელს სოლიდარობა გამოუცხადეს. თუმცა, საბოლოოდ, კლუბის პრეზიდენტმა მათთან გასაუბრება და ვარჯიშზე დაყოლიება შეძლო.

ვინ დაიკავებს გუსტავო პოიეტის ადგილს “ბორდოში” ჯერჯერობით უცნობია. აქვე გეტყვით, რომ ფრანგული გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას “გენტს” ეთამაშება.

0.155072