მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა “ატლეტიკოსთან” ევროპის სუპერ თასზე (2:4) მარცხის შემდგომ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა.
“ყოველი მარცხი რაღაც ახალს გვასწავლის. ჰალა მადრიდ! დღესაც, ხვალაც და ყოველთვის “, - დაწერა სერხიო რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბმა” ძირითადი დრო სერხიო რამოსის გოლის წაყალობით ფრედ (2:2) დაასრულა, თუმცა დამატებით დროში მაინც დამარცხდა.