ფეხბურთი

18:44 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს I ტურის ორი თამაში გადაიდო

იტალიის სერია A-ს I ტური არასრული იქნება. საქმე ისაა, რომ 10 მატჩიდან ორი გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას ლეგა კალჩოს ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.

“სამპდორია” – “ფიორენტინა” და “მილანი” – “ჯენოა” ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის მიზეზი კი, 14 აგვისტოს გენუაში საავტომობილო ხიდის, მორანდის ჩამოშლაა, რის შემდგომაც 38 ადამაინი დაიღუპა და 15 დაშავდა. სწორედ ამიტომ, ორივე გენუური გუნდი პირველ ტურს გამოტოვებს.

საგულისხმოა ისიც, რომ მატჩების გადადება თავად “სამპდორიას”, “ჯენოას”, “ფიორენტინასა” და “მილანის” ხელმძღვნელებმა მოისურვეს.

I ტურის დანარჩენი 8 შეხვედრა კი გაიმართება და წუთიერი დუმილით დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ სეზონი 18 აგვისტოს, “კიევოსა” და “იუვენტუსის” შეხვედრით გაიხსნება.

თეგებისერია A
0.129036