ვეტერანმა ინგლისელმა მცველმა ეშლი კოულმა ამერიკულ MLS-ში ულამაზესი გოლი გაიტანა. ლოს ანჯელეს "გალაქსის 37 წლის ფეხბურთელმა "კოლორადოსთან" შეხვედრაში ეფექტურად ითამაშა და ანგარიში გახსნა. თუმცა, მისმა გუნდმა სამი ქულა მაინც ვერ მოიპოვა და ოდენ ფრეს დასჯერდა (2:2).