„ჰიუსტონ როკეტსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დანტონიმ გუნდის ახალწვეულზე კარმელო ენტონის შესახებ ისაუბრა.
„მელო შესანიშნავი კალათბურთელია. არ ვიცი ის ძირითადში ითამაშებს თუ თამაშში პარკეტიდან ჩაერთვება. მელოს ვესაუბრე და ის თანახმაა, რომ ძირითად ხუთეულში არ იყოს“ - განაცხადა დანტონიმ
შეგახსენეთ, რომ კარმელომ „ჰიუსტონთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც 2.4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.