"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტი სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
სპალეტიმ "ინტერი" 2017 წელს ჩაიბარა და მილანელები სერია ა-ში მეოთხე ადგილზე გაიყვანა.
ლუჩიანომ სამწვრთნელო კარიერა 1995 წელს "ემპოლიში" დაიწყო. შემდეგ იტალიელი "სამპდორიას", "ვენეციას", "უდინეზეს", "ანკონას", "რომას" და "ზენიტს" წრთვნიდა.