ცინცინატის მასტერსს პირველსავე წრეში ენდი მარეი გამოეთიშა. ბრიტანელმა ფრანგ ლუკას პუილიასთან 1:6,6:1, 4:6 დათმო. შეხვედრა საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. მესამე სეტის სტარტზე ლუკასმა ბრეიკი შეასრულა, რაც მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი პირველ წრეში სტივ ჯონსონი 6:4, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. პირველ სეტში 5:4-ზე სერბმა ბრეიკი შეასრულა, მეორე პარტიაში ნოვაკი 3:0 დაწინაურდა, თუმცა ჯონსონმა ანგარიში გაათანაბრა. ნოვაკს შვიდი მატჩ-პოინტი ჰქოდნა და ვერ გამოიყენა. საბოლოოდ ბალკანელმა ტაი-ბრეიკზე 7:4 იმარჯვა. მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩი მანარინოს დაუპირისპირდება.