ფეხბურთი

18:33 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" რუსი ფეხბურთელი გაიფორმა

რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი დენის ჩერიშევი “ვალენსიას” ფეხბურთელია. “ღამურების” ვებგვერდის ინფორმაციით, 27 წლის რუსი “მესტალიაზე” დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს.

“ვილიარეალთან” გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

აღსანიშნავია, რომ ჩერიშევი “ვალენსიაში” 2016 წელს ასევე იჯარით უკვე თამაშობდა. ბოლო ორი სეზონი კი “ვილიარეალში” გაატარა. დენისმა თავი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინა და რუსეთის ნაკრებს 4 გოლით შეეწია.

“ვალენსია” კი ბოლო პერიოდში გაძლიერდა. ჩერიშევამდე მიჩი ბატშუაი და კევინ გამეირო გაიფორმა.

0.114818