ინგლისელმა მცველმა მიკა რიჩარდსმა “ასტონ ვილა” დატოვა. TalkSport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. საინტერესოა, რომ ერთ დროს ინგლისის ნაკრების მცელს 668 დღის განმავლობაში 1 მატჩიც არ ჩაუტარებია.
ბოლოს “ვილა პარკელთა” ღირსება 2016 წის ოქტომბერში “ვულვზის” (1:1) წინააღმდეგ დაიცვა. ხსენებულ პერიოდში “ასტონ ვილამ” 100-მდე თამაში ჩაატარა მიკას გარეშე.
აღსანიშნავია ისიც, რომ რიჩარდსის ხელფასი კვირაში 35 ათას გირვანქას შეადგენდა და შესაბამისად, უთამაშებლობის პერიოდში 3 მილიონ გირვანქაზე მეტი გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ მიკა რიჩარდსმა სახელი “მანჩესტერ სიტიში” თამაშით გაითქვა.