ფეხბურთი

0:25 | 14.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ფენერბახჩემ” სლიმანი ინათხოვრა

“ლესტერის” და ალჟირის ნაკრების თავდამსხმელი ისლამ სლიმანი კარიერას “ფენერბახჩეში” განაგრძობს.

30 წლის ფორვარდი თურქულ გრანდში 2018/2019 წლების სეზონს იჯარის წესით ჩაატარებს.

სლიმანი “ლესტერს” 2016 წელს “სპორტინგიდან” შეუერთდა, თუმცა გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა და 47 მატჩში მხოლოდ 12 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით “ნიუკასლში” ითამაშა, თუმცა მოედანზე გასვლა მხოლოდ 4-ჯერ მოუწია.

მას “ლესტერთან” მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

0.112475