ფეხბურთი

18:00 | 13.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” სტურარო “სპორტინგში” გაანათხოვრა

“იუვენტუსმა” ცენტრალური ნახევარმცველი სტეფანო სტურარო ლისაბონის “სპორტინგში” გაანათხოვრა.

25 წლის ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანდში 2018/2019 წლების სეზონს იჯარის წესით ჩაატარებს.

სტეფანო “იუვენტუსის” მოთამაშე 2014 წელს გახდა, მას შემდგომ ტურინული კლუბის მაისური 90-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ცნობისთვის, სტურაროს “ბებერ ქალბატონთან” მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.115535