ჭადრაკი

14:32 | 13.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი 2018: ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონია!

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩმა ნონა გაფრინდაშვილმა უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა!

ნორვეგიის ქალაქ დრამენში გამართულ ევროჩემპიონატზე ლეგენდარულმა მოჭადრაკემ 9 შესაძლებლობიდან 5,5 ქულა დააგროვა (3 მოგება, 5 ყაიმი, მარცხი) და მეხუთედ გახდა სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონი. წინა ოთხი გამარჯვება მან 2011, 2015, 2016 და 2017 წლებში იზეიმა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ევროპირველობა უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის ორ კატეგორიაში, +50 და +65 წლამდელებში იმართება.
ნონა გაფრინდაშვილი უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონიც გახლავთ. მან ეს ტიტული 1995, 2009, 2014, 2015 და 2016 წლებში მოიგო. ამ ტურნირს წელს სლოვენიის ქალაქი ბლედი უმასპინძლებს.

დრამენში ევროჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა თამარ ხმიადაშვილი, სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატის 5-გზის გამარჯვებული (1998, 1999, 2003, 2010, 2018). მან 5 ქულით დაასრულა პირველობა (4 მოგება, 2 ყაიმი, 3 მარცხი).

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

0.122448