სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:45 | 12.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰონდა კამბოჯის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

იაპონიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კეისუკე ჰონდა კამბოჯის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია კამბოჯის ფეხბურთის ასოციაციამ გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ კი ჰონდა ავსტრალიის გუნდ "მელბურნ ვიქტორის" წევრი გახდა.

როგორც ავსტრალიური კლუბის პრესსამსახურის წარმომადგენემა heraldsun-ს განუცხადა, კლუბი იაპონელს მხარს უჭერდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ კეისუკე "მელბურნის" თამაშებში ჩვეულებრივ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო კამბოჯის ნაკრებს საკლუბო შესვენების დროს შეუერთდება ხოლმე. ამავდროულად, ჰონდა ყოველ კვირა კამბოჯის ნაკრებთან ვიდეო კონფერენციის მეშვეობით იკონტაქტებს და სამწვრთნელო შტაბს დავალებებს მისცემს ხოლმე.

ჰონდამ იაპონიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა და კამბოჯელები იმედოვნებენ, რომ კეისუკეს დიდი გამოცდილება გუნდს დაეხმარება. აღნიშნული ქვეყნის საფეხბურთო გარემო იაპონელისთვის უცხო არაა, რადგან მან პნომპენიში 2016 წელს საფეხბურთო აკადემია გახსნა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120563