ჩოგბურთი

19:27 | 11.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ზედიზედ მეორე ტურნირის ფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ჰეხინგენის ტურნირის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში გორგოძემ გერმანელი ანა ზაია 7:6, 6:1 დაამარცხა და ფინალში მის თანამემამულეს, ლაურა ზიგმუნდს შეხვდება.

26 წლის ქართველმა ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო და ასტანას შემდეგ ზედიზედ მეორე ტურნირის მოგების შანსი აქვს. აღნიშნული გამარჯვებით WTA-ს რეიტინგში 180-ე ადგილამდე დაწინაურდა და გადამწყვეტ მატჩში მოგების შემთხვევაში 168-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს, რაც მისთვის კარიერის საუკეთესო შედეგი იქნება.

ფინალური დაპირისპირება ეკატერინეს და გორგოძეს შორის 17:00 საათამდე არ დაიწყება. ამ შეხვედრამდე კი ცენტრალურ კორტზე კიდევ ერთი ქართველი გავა: სოფია შაფათავა წყვილთა თანრიგში ქსენია პალკინთან ერთად ასპარეზობს და გადამწყვეტ მატჩში აღნიშნული მოთამაშეები პოლინა მონოვას და ჩანტალ სკამლოვას შეხვდებიან.

0.112364