“მილანმა” მარცხენა მცველი ლუკა ანტონელი “ემპოლიში” გაასხვისა. ტრანსფერი ორივე გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
31 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ანტონელიმ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში “როსონერის” მაისური 66-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა.