"მანჩესტერ იუნაიტედის" 23 წლის ინგლისელმა მცველმა პროფესიონალურ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. შოუმ მიმდინარე სეზონის პრემიერლიგის პირველ შეხვედრაში "ლესტერთან" (2:1) მოგებულ მატჩში თავი 83-ე წუთზე გამოიჩინა. შოუს კარიერაში პირველი გოლის გასატანად ყველა ტურნირზე ერთად 141 მატჩი სასჭირდა.
"ლესტერთან მატჩი კარიერაში საუკეთესოა. ეს არის უდიდესი გამოცდილება. ამ გოლით დიდი სიამოვნება მივიღე"- განაცხადა შოუმ.