ეროვნული ლიგის მეოცე ტურის პირველ შეხვედრაში "სამტრედიამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "სიონი" მიიღო და 0:4 დამარცხდა. ბოლნისელებს დათო კირკიტაძემ ულიდერა, რომელმაც ჰეთ -თრიკი (12, 16, 74) შეასრულა. სტუმართაგან კიდევ ერთი გოლი ბიძინა მახარობლიძემ 32-ე წუთზე გაიტანა.
"სიონმა" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 16 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება. "სამტრედიამ" კი საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა წააგო და 20 მატჩის შემდეგ ცხრა ქულა აქვს.