ფეხბურთი

0:23 | 11.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ კალუშა ბვალიას ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა

ფიფამ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი კალუშა ბვალია საფეხბურთო საქმიანობას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ორი წლით ჩამოაშორა. აღნიშნული ინფორმაცია მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ გაავრცელა.

ბვალიას საქმეზე გამოძიება 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო და გაირკვა, რომ კალუშა მოჰამედ ბინ ჰამამისგან საჩუქარი მიიღო, რაც ფიფას დამოუკიდებელი ეთიკის კომიტეტის მოსამართლემ ორგანიზაციის ეთიკის კოდექსის მე-16 და მე-20 მუხლების დარღვევად მიიჩნია. ასევე, ბვალიას მოუწევს 100, 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა.

ზამბიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. ზემოთნახსენები მოჰამედ ბინ ჰამამი კი კორუფციული სკანდალის გამო 2011 წელს სამუდამოდ მოკვეთეს საფეხბურთო საქმიანობიდან.

ბვალია ზამბიის ეროვნული ნაკრების და პსვ-ს ყოფილი ფეხბურთელია. 1988 წელს კალუშა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბვალიას ჰოლანდიის ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული.

0.132205