ფეხბურთი

22:24 | 9.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მინა და გომეში "ევერტონში" ითამაშებენ

"ევერტონმა" "ბარსელონას" ორი ფეხბურთელი კოლუმბიელი იერი მინა და პორტუგალიელი ანდრე გომეში დაიმატა. ლივერპულელებთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ესპანელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ბარსელონა" ინგლისელებისგან კოლუმბიელის სანაცვლოდ 30.25 მილიონ ევროს მიიღებს და ბონუსის სახით შესაძლოა 1.5 მილიონი ევროც მიიღონ. ასევე, კატალონიელებმა სამხრეთამერიკელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს. გომეში კი მომდევნო სეზონს "ევერტონში" იჯარის წესით გაატარებს, ბარსელონელები აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ 2.25 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო ლივერპულელები ფეხბურთელის ხელფასსაც გადაიხდიან.

გომეში "ბარსელონას" 2016 წელს "ვალენსიადან" შეუერთდა. გასულ სეზონში ანდრემ 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მცირე სატამაშო დრო ჰქონდა. იერი მინა კი ესპანელებმა იანვარში "პალმეირასიდან" დაიმატეს და სამხრეთამერიკელმა "ბლაუგრანას" მაისურით ექვსი შეხვედრა ჩაატარა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მინა კოლუმბიის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სამ მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა.

0.184538