ფეხბურთი

21:50 | 9.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ტაიმი: "ტორპედო" "კუკეშს" სამბურთიანი სხვაობით ამარცხებს

ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციაო ეტაპის პირველ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "კუკეშის" წინააღმდეგ მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 4:1 გახლავთ.

მატჩში ანგარიში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მეორე წუთზე გახსნა: გიორგი ქიმაძის გადაცემის შემდეგ გიორგი კუხიანიძემ გაიტანა გოლი. ამ უკანასკნელმა დუბლი მე-15 წუთზე შეასრულა. 22-ე წუთზე ჰარის ჰარბამ მარჯვენა ფლანგიდან მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა და ანგარიში შეამცირა. 28-ე წუთზე ლაზარ მარინმა კვლავ ორბურთიანი სხვაობა დააფიქსირა, ხოლო სამ წუთში ქიმაძემ ითამაშა ჩინებულად - 4:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066016
სარეკლამო ადგილი - 99
X x X