დიეგო გოდინი, დიმიტრი პაიეტი და ანტუან გრიზმანი ევროპა ლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძოლებენ. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გასული სეზონის გამარჯვებულ მადრიდის "ატლეტიკოს" ანტუან გრიზმანმა ულიდერა და ფრანგმა ფინალურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, სულ კი ცხრა მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს ოთხჯერ გაუკეთა საგოლე გადაცემა.
გრიზმანის თანაგუნდელმა დიეგომ კი რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დაცვის ხაზს ლიდერობდა. გოდინის თამაშის დროს "ატლეტიკომ" მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა. პაიეტმა თავის მხრივ "მარსელს" ულიდერა სამი გოლით და შვიდი საგოლე გადაცემით.
გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა 31 აგვისტოს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დროს გაირკვევა.