უეფამ ჩემპიონთა ლიგის ყოველწლიური დაჯილდოებისთვის ოთხ პოზიციაზე სამ-სამი კაცი წარადგინა.
ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო მეკარის ტიტულისთვის ალისონ ბეკერი ("რომა", ამჟამად "ლივერპული), ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", ამჟამად პსჟ) და კეილორ ნავასი ("რეალი") იბრძოლებენ.
საუკეთესო მცველის პოზიციაზე წარდგენილი სამივე ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" მოთამაშეა - მარსელო, სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანი. ნახევარმცველებში კი ნომინირებულნი კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი"), ტონი კროოსი ("რეალი") და ლუკა მოდრიჩი ("რეალი") არიან. თავდამსხმელების სამკაციანი სია შემდეგნაირად გამოიყურება: ლიონელ მესი ("ბარსელონა", ესპანეთი), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", ამჟამად "იუვენტუსი"), მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული").
30 აგვისტოს მონაკოში ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება და ამის შემდეგ თითოეული პოზიციის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც ცნობილი გახდება.